|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. ნება დაერთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, განიხილოს ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოს/თანამდებობის პირის შუამდგომლობა და მიიღოს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე შუამდგომლობას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ იგი წარდგენილია: ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ; გ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|