შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №18230
2012 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ Privé სერვისის განხორციელების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 201 2 წლის 2 6 ივნისის № 10536 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „ Privé სერვისის განხორციელების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 201 2 წლის 2 6 ივნისის № 10536 ბრძანებით დამტკიცებული ხელშეკრულების (დანართი №2) მე-6 პუნქტის 2.13 აქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.13. გ ასაუქმებლად წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) მიღება და შესაბამისი რეაგირება;“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ჯ. ებანოიძე