საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
881
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-30
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.003.422
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. 122-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საქართველოს კონტროლის პალატას – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.“.

2. 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯ) ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტროსადგურებისათვის) ბუნებრივი აირის იმპორტი;“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2361 მუხლი:

  „მუხლი 2361. თბოელექტროსადგურებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების დაბეგვრა

თბოელექტროსადგურებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით.“.

   მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილისა, ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 26 დეკემბერი.

№881–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია