„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანების (სსმ, 3, 09/01/2007; სარეგისტრაციო კოდი: 430.030.000.022.009.780) პირველი პუნქტით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის“ მე-4 მუხლის 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„91. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შუალედური, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები ტარდება წერილობითი ფორმით ამ დაწესებულების მიერ განსაზღვრული ერთიანი საგამოცდო ცენტრის მეშვეობით. საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსის (საგნის) თავისებურების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შუალედური, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები ჩაატაროს განსხვავებული ფორმით.“. |