„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-09-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-03
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.109.016065
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შესახებ

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2012 წლის 27 სექტემბერი

ქ. მარტვილი

„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ1“, ,,ჰ2“ ქვეპუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ , დ ა ა დ გ ი ნ ა:

მუხლი 1 . ,, ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №9 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , 30.03.2012, სარეგისტრაციო კოდი : 200130000.35.109.016058) შეტანილ იქნ ეს ცვლილება კერძოდ, ადგილობრივი (ქონების) გადასახადების განაკვეთების დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ1“ და ,,ჰ2“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტების მიხედვით ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდეს:

ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მ იწის ნაკვეთები;

გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური და იურიდიული პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობი.“ .

მუხლი 2. მიღებული დადგენილება გადაეგზავნოს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას .

მუხლი 3. დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე      ზ. გოროზია

 

კრებსითი — სრული ვერსია