„სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 აგვისტოს №312 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
408
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-09-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-28
სარეგისტრაციო კოდი
040170020.10.003.017081
„სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 აგვისტოს №312 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №408

2012 წლის 27 სექტემბერი

 ქ. თბილისი

„ სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 აგვისტოს №312 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 აგვისტოს №312 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/08/2011, 04017 0020.10.003.016472) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. ეს წესი არ ვრცელდება სს „საქართველოს რკინიგზაზე“. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №14 დადგენილებით დამტკიცებული „შპს „საქართველოს რკინიგზის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“ ძალაში რჩება მისი მოქმედების ვადით, თუ მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ ან ამ ვადის დადგომამდე სს „საქართველოს რკინიგზის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური/გამარტივებული წესი არ დაამტკიცა სს „საპარტნიორო ფონდმა“.

6. სს „საპარტნიორო ფონდი“ უფლებამოსილია დაამტკიცოს თავისი 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/არსებული საწარმო(ები)ს საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესი.“.

2. მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შესყიდვა – საწარმოს მიერ თავისი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, აგრეთვე ყველა სახის ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა (მათ შორის, ტექნიკური ეკონომიკური დასაბუთება (Feasibility study), იურიდიული მომსახურება, ფინანსური მომსახურება, აუდიტორული, საექსპერტო, საკონსულტაციო, ტექნიკური, საინჟინრო, იურიდიული, ფინანსური, საბუღალტრო, აქტივების განკარგვა, საპროექტო სამუშაოები და სხვ.);

ბ) საწარმოს საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონელი და მომსახურება – საქონელი და მომსახურება, რომლებიც დაკავშირებულია საწარმოს ძირითად საქმიანობასთან, „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ინტელექტუალური მომსახურება და აგრეთვე საწარმოს დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა საქონელი და მომსახურება;“.

 3. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) საწარმოს დირექტორის გადაწყვეტილება.“;

 ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შესყიდვა ასევე შეიძლება განხორციელდეს ტენდერის საშუალებით, რომლის პროცედურებს განსაზღვრავს საწარმოს დირექტორი.“.

4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. შესყიდვის პროცედურას ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის საწარმოს დირექტორი (ყველა შესყიდვისათვის ერთად ან თითოეული შესყიდვისათვის ცალ-ცალკე).“.

5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ 1. საჭიროების შემთხვევაში, საწარმოს უფლება აქვს პრეტენდენტებს/მონაწილეებს მოსთხოვოს წინადადების/განაცხადის უზრუნველყოფის გარანტია საწარმოს დირექტორის მიერ განსაზღვრული ოდენობით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი       ი . მერაბიშვილი

                                  

კრებსითი — სრული ვერსია