საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დადგენილება №18
2012 წლის 26 სექტემბერი
ქ. ქუთაისი
„ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის წესები ს “ დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 5 ივლისის № 6 დადგენილებ ით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ა და „ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:
მუხლი 1. „ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 20 12 წლის 5 ივლისის № 6 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის წესების “ (სსმ , ვებგვერდი, 06.07.2012 ; სარეგისტრაციო კოდი : 300280000.16.009.016040 ) მე -8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -9 პუნქტი :
„9. გარანტირებული სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, მიუხედავად იმისა, გადაუხადა თუ არა ლიცენზიატმა მომხმარებელს აღნიშნული სტანდარტის დარღვევისთვის გათვალისწინებული კომპენსაცია.“ .
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის წევრები: ზ. გაბელაია
მ. ნადირაძე
გ. შონია