„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საზოგადოებრივ კოლეჯად „ახალი ტალღა” რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
204/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-09-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-28
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016472
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საზოგადოებრივ კოლეჯად „ახალი ტალღა” რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 204/ნ

2012 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ ახალი ტალღა “ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საზოგადოებრივ კოლეჯად „ახალი ტალღა” რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 201 2 წლის 9 თებერვლის № 40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ ახალი ტალღა “ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საზოგადოებრივ კოლეჯად „ახალი ტალღა” რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 201 2 წლის 9 თებერვლის № 40/ნ ბრძანების ( ვებგვერდი, 14/02/2012 სარეგისტრაციო კოდი : 040030000.22.022.016306 ) მე-2 პუნქტით დამტკიცებული წესდების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს 2 მოადგილ ე, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი.

3. დირექტორის არყოფნისას ერთ-ერთი მოადგილ ე ასრულებს მის მოვალეობას.“ .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ . დეკანოიძე

კრებსითი — სრული ვერსია