საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
878
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-30
სარეგისტრაციო კოდი
030.000.000.05.001.003.419
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

��� მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) 213 მუხლის მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�12. მოსამართლის ბრძანების მოქმედების და მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს. გამონაკლის შემთხვევაში დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 15 დღისა. ამასთანავე, თუ მეწარმის წლიური ბრუნვა აღემატება 1 მილიონ ლარს, ზემოთ აღნიშნული 30-დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით არა უმეტეს 40 დღით. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.�.

��� მუხლი 2.

� ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 26 დეკემბერი.

№878�რს

 

კრებსითი — სრული ვერსია