საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №891
2012 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-17 პუნქტის „ლ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) 21-ე პუნქტის:
ბ.ა) „კ1“ ქვე პ უნქტი ამო ღ ებულ იქნეს;
ბ.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედა ქ ციით:
„ნ) კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, მოსალოდნელი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე, უ გ ზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფას; არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზებას მინისტრის მიერ დადგენილი წესით; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპრ ო ცესო კოდექსით დადგენილი წესით სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას, კიბერდანაშაულის გამოძიებას; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სხვა ოპერ ა ტიული დანაყოფების კომპეტენციაში შემავალი ამოცანების შესრულების კონტროლს, მათი საქმიანობის კოორდინაციასა და ანალიზს; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას; დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტის მიზნით სპეციალური ღონისძიებების განხორციელება ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულებას;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2012 წლის 24 სექტემბრიდან.
მ. სააკაშვილი