საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №888
2012 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №63, მუხ. 928) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების 11 პუნქტით დამტკიცებული იმ ქვეყნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი № 2) 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,30. საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოსა და ფიჯის რესპუბლიკაში.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი