1.
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 16/01/2012; 280120000.35.143.016082) დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დახმარების თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით – ამ წესის პირველი და მე-2 მუხლებით, აგრეთვე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-7, მე-8 მუხლებით, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული დახმარების შემთხვევებში – შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების, ამ წესის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – სააფთიაქო დაწესებულების, ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – მომწოდებელი ორგანიზაციის, ამ წესის მე-10 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – მომწოდებელი ორგანიზაციის ან ბენეფიციარის, ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – უმაღლესი სასწავლებლის, ხოლო ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე, მე-12, მე-13, მე-14, მე-15 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე მისი გადარიცხვის გზით“.
|