საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება № 41/2012
2012 წლის 21 სექტემბერი
ქ . თბილისი
საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობს, თუ:
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილ ვერსიაში, საქართველოს მოქალაქის პირად ნომერთან, სქესთან და ფოტოსურათთან ერთად სრულად ემთხვევა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემთაგან 3 მაინც:
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
დ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით).
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 26 აპრილის დადგენილება № 26/2014 - ვებგვერდი, 26.04.2014წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2026 წლის 16 იანვრის დადგენილება №26/2026 - ვებგვერდი, 20.01.2026წ.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 26 აპრილის დადგენილება № 26/2014 - ვებგვერდი, 26.04.2014წ.