„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ნოემბრის №243 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
407
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-09-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-21
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.017080
„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ნოემბრის №243 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №407

2012 წლის 21 სექტემბერი

 ქ. თბილისი

„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულების ა და ფორმის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ნოემბრის № 243 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულების ა და ფორმის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ნოემბრის №243 დადგენილებაში (სსმ , 12.11.2007 წელი, მუხ ლი 1754) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

 „1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის მე -15 ნაწილისა და „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -12 მუხლის შესაბამისად , დამტკიცდეს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ თანდართული დებულება და ფორმა .“ .

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული:

ა) „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულების “:

ა. ა ) პირველი მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ 2. დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედვ ე ლობის სააგენტოს (შემდგომ ში – სააგენტო ) ან აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების მიერ (შემდგომ ში – ინსპექტირების ორგანო )  და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოების (შემდგომ ში – შესაბამისი ორგანოები )  მიერ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლსა და ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკითხებს ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში .

3. დებულება , პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსთან ერთად , აწესრიგებს სააგენტოს ან ინსპექტირების ორგანოს და შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების წესს .“;

ა. ბ ) მე -2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

     „მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

დებულებაში გამოყენებულ ტერმინებზე ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ტერმინთა განმარტებები .“;

ა. გ ) მე -7 და მე -8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

     „მუხლი 7. საზედამხედველო საქმიანობის დაგეგმვა

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტზე არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო აჯარიმებს ობიექტის მფლობელს , აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში , განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის და აკონტროლებს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადის დაცვას . კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში კი გამოსცემს ობიექტის ექსპლუატაციის   სრული ან ნაწილობრივი შეჩერების (მათ შორის , ობიექტზე ტექნოლოგიური პროცესის , ტექნიკური ნაკეთობის , მექანიზმის , დანადგარის , მოწყობილობის , მათი ნებისმიერი კომბინაციის შეჩერების ) შესახებ აქტს , აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის , აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში , ობიექტი შეაქვს მონიტორინგის ნუსხაში , აკონტროლებს , რომ დაცულ იქნეს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადა და არ მოხდეს გაჩერებული ობიექტის ექსპლუატაცია , ხოლო ობიექტის ფარულად ექსპლუატაციის შემთხვევაში აჯარიმებს მის მფლობელს და აჩერებს ობიექტის ექსპლუატაციას (მათ შორის , ტექნოლოგიური პროცესის , ტექნიკური ნაკეთობის , მექანიზმის , დანადგარის , მოწყობილობის , მათი ნებისმიერი კომბინაციის ექსპლუატაციას ).

    მუხლი 8. საერთო დებულებები

1. სააგენტოს ან შესაბამისი ორგანოების მიერ ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება სააგენტოს ან შესაბამის იორგანოს ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე . ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული ბრძანების ასლი სამსახურებრივ პირადობის მოწმობასთან ერთად წარუდგინოს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის უფლებამოსილ პირს .

2. ტექნიკური ინსპექტირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდნენ მოწვეული ექსპერტები ისეთი საკითხების შესასწავლად , რომლებიც სპეციალურ ცოდნასა და უნარს საჭიროებ ს, და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს სააგენტოს ათვის ან შესაბამისი ორგანოებისათვის .“;

ა. დ ) მე -10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ 1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტზე მისვლისთანავე ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ვალდებულია ობიექტის ხელმძღვანელობას ან ობიექტის სრულუფლებიან წარმომადგენელს წარუდგინოს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და სააგენტოს ან შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანების ასლი .“;

ა. ე ) მე -15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ 1. საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისას ასევე მოწმდება სააგენტოს ან შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ნებართვების პირობების შესრულება . ასეთი შემოწმების ამოცანაა :

ა ) სანებართვო პირობების სრულად დაცვის შეფასება ;

ბ ) სანებართვო პირობების დარღვევის ან /და შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მფლობელის დაჯარიმება .“;

ა. ვ ) მე -19 მუხლის :

ა. ვ .ა ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ 1. ტექნიკური ინსპექტირების შედეგები ფორმდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმით (შემდგომში – ოქმი ). ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად . ოქმის დედანი და ერთი ასლი გადაეცემა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის მფლობელს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს შემოწმების ჩატარებიდან ერთი დღის ვადაში . ოქმის ერთი ასლი რჩება ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელ ორგანოში . იმ შემთხვევაში , თუ ტექნიკური ინსპექტირება განახორციელა ინსპექტირების ორგანომ , იგი ოქმის ერთ ასლს უგზავნის სააგენტოს . ოქმის მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად .“;

ა. ვ .ბ ) მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ 3. არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი და მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი თანხმდებიან შეუსაბამობის გამოსწორების გონივრულ ვადაზე , რაც ფიქსირდება ოქმში , რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე . ამასთან , კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია :

ა ) განუმარტოს ობიექტის მფლობელს შესაძლო შედეგები და გასცეს რეკომენდაცია ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ ოქმში მითითებით ;

ბ ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს და გაუგზავნოს ოქმის ასლი ;

გ ) თუ ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერება გამო იწვევს უფრომეტ ზიანს , ვიდრე მისი ექსპლუატაციის გაგრძელება , ან არსობრივად შეუძლებელია პროცესის შეჩერება , ინსპექტირების ორგანო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ გააკეთოს შენიშვნა ოქმში და 24 საათის განმავლობაში გაუგზავნოს სააგენტოს .“;

ა. ვ .გ ) მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ 6. ოქმები სააგენტოში ინახება ხუთი წლის განმავლობაში . ისინი შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ დადგენილი წესით აღირიცხება სააგენტოს ოქმების აღრიცხვის ჟურნალში . ჟურნალის ფორმა განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით .“;

ბ) ფორმა №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ ფორმა №1

ტექნიკური ინსპექტირების ოქმი №

______________________________                                            

______________________________

  (ოქმის შედგენის ადგილი)                                                             (თარიღი)

________________________________________________________________________________________

_____________________________ ___________________________________________________________

(მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დასახელება, მისამართი, ტელეფონი)

_____________________________ ___________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

_____________________________ ___________________________________________________________

________________________________________________________________________________________

(ობიექტის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი)

_____________________________ ___________________________________________________________

________________________________________________________________________________________

ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი

________________________________________________________________________________________

 (თანამდებობა, გვარი, სახელი)

________________________________________________________________________________________

_____________________________ ___________________________________________________________

ტექნიკური ინსპექტირების საფუძველი

 _________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_____________________________ ___________________________________________________________

ინსპექტირებაში მონაწილე ექსპერტი   

_____________________________ ___________________________________________________________

________________________________________________________________________________________

 (თანამდებობა, სახელი, გვარი)

უსაფრთხოებ ისათვის პასუხისმგებელი პირი /ორგანო

_____________________________ ___________________________________________________________

________________________________________________________________________________________

                                               (თანამდებობა, სახელი, გვარი)

შემოწმების შედეგები და შესაბამისობის შეფასების მონაცემები :

_________________________________________________________________________________________

 (შეუსაბამობის (არაარსებითი , I ხარისხისარსებითი , II ხარისხის არსებითი , I ხარისხის კრიტიკული , II ხარისხის კრიტიკული ) არსებობის შემთხვევაში – გამოვლენილი შეუსაბამობა ნორმატიული აქტის შესაბამისი მუხლის , პუნქტის მითითებით , გასატარებელი ღონისძიებები , გამოსწორების გონივრული ვადა )

__________________________________________________________________

ობიექტის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება 

____________________________________ __________________________

______________________________________________________________

______________________________________________________________

______________________________________________________________

______________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

ოქმს თან ერთვის დანართი:

__________________________________________________________________________________________

___________________________________________                                                           

      (ობიექტის წარმომადგენლის ხელმოწერა)

______________________________________

             (ოქმის შემდგენლის ხელმოწერა)

_______________________________________

                 (ექსპერტის ხელმოწერა)“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს  2012 წლის 23 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი      ი . მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია