,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
26
მიმღები ორგანო
ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-09-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-24
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.118.016076
,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2012 წლის  20 სექტემბერი

ქ. ონი

,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვალის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2012წ., სარეგისტრაციო კოდი : 200130000.35.118.016061 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.     ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლით.“ ;

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:

„ მუხლი 6. ქონების გადასახადისგან გათავისუფლება

 ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:

ა) ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები სრულად;

ბ) ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“ ;

გ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

,,41. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“ .

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე   ნ. ბურდილაძე

კრებსითი — სრული ვერსია