1.
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №308 ბრძანებაში (ვებგვერდი 111229084, 03.01.2012 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი:
„141. კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების სხვა შემთხვევებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მოსამსახურეს არა უმეტეს ერთი თვის ვადით შესაძლებელია შეუნარჩუნდეს გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხა.“. |