ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 31
2012 წლის 17 სექტემბერი
დ. სტეფანწმინდა
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 206-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1. „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №15 დადგენილების (სსმ 02.04.2012,230210000.35.151.016091) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში შეტანილ იქნ ეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დანართი №1-ს დაემატოს შემდეგი სახის მე-7 მუხლი:
„მუხლი 7. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია:
ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;
ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი: ვ. ჩქრეული