„სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №328 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
386
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-09-17
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-17
სარეგისტრაციო კოდი
040170240.10.003.017058
„სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №328 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 3 86

2012 წლის 17 სექტემბერი

 ქ. თბილისი

„ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №328 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის     მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №328 დადგენილებაში (სსმ, 29/10/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე‑3 მუხლის მე‑5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსარგებლე ვალდებულია, მოძრავი ნივთის მზღვეველისათვის გადაცემის თაობაზე, გადაცემიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ან იმ ორგანოს, რომლისგანაც სარგებლობაში მიღებული აქვს ეს მოძრავი ნივთი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი            ი . მერაბიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია