„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №313 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
378
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-09-17
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-17
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.017051
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №313 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 3 78

2012 წლის 17 სექტემბერი

 ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №313 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №313 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2012, 010240010.10.003.016986) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-10 მუხლის:

1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს;“.

2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტები პროექტის ინიციირებას ახორციელებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ან მთავრობის კანცელარიის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წინასწარი თანხმობით, ანდა მათი მეშვეობით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ი . მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია