„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/1808
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-09-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-17
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.024.016222
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1808

2012 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2779 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 30/12/2011, 010240030.22.024.016146) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. დეპარტამენტი, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან.”;

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ გ) ახორციელებს სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას სამმართველოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ;“ ;

ბ) „ დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 15 სექტემბრიდან.

ვ. ქობალია

 

კრებსითი — სრული ვერსია