ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2 5
2012 წლის 12 სექტემბერი
ქ. ონი
,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1.
,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში (www.mats ne.gov.ge, 23/02/2012წ., სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.11 8 .0 16061 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები, გადასახადის გამოანგარიშების და გადახდის წესები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.“;
ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„21 გადასახადის გადამხდელი ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნ. ბურდილაძე