საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება № 1-1/1789
2012 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №1-1/1420 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №1-1/1420 ბრძანებით (ვებგვერდი, 110727009, 27/07/2011, 010240030.22.024.016092) დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღსრულების კოორდინაცია;”;
ბ) „ გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მათი კოორდინაცია;”;
გ) „ ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ე) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადების უზრუნველყოფა;”;
დ) „ ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;”;
ე) „ თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა;” ;
ვ) „ მ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ზ) „ ჟ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ჟ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;” .
2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) ადგენს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტს და კოორდინაციას უწევს მის აღსრულებას;”;
ბ) „ გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ) ადგენს წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტის პროექტს და ახორციელებს შესაბამის კონტროლს და კოორდინაციას;”;
გ) „ ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ე) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, ამზადებს ცვლილებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით;
დ) „ ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვას;”;
ე) „ თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა;”;
ვ) „ მ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ ა”, „ დ”, „ ე”, „ ვ”, „ ზ” და მე-2 პუნქტის „ ა”, „ დ”, „ ე”, „ ვ” ქვეპუნქტები, ასევე მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 15 სექტემბრიდან.
მუხლი 4. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ ბ” და „ გ” ქვეპუნქტები, ასევე მე-2 პუნქტის „ ბ” და „ გ” ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 23 სექტემბრიდან.
ვ. ქობალია