„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის პირველი სექტემბრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
259
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-09-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-19
სარეგისტრაციო კოდი
360110010.22.023.016117
„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის პირველი სექტემბრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება № 2 59

2012 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის პირველი სექტემბრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის პირველი სექტემბრის №42 ბრძანებით ( www.matsne.gov.ge, 01/09/2011, 360110010.22.023.016082) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,მუხლი 3

დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.“;

ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.“;

გ) მე-9 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) წელიწადში ერთხელ მინისტრს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;“;

დ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

,,მუხლი 91

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) დეპარტამენტის უფროსის სამსახურში არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობებს;

ბ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას;

გ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;

დ) ამოწმებს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ ცალკეულ დოკუმენტებს;

ე) მონაწილეობას იღებს დეპარტამენტისათვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.“;
      ე) მე-10 მუხლის მე-
3 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;

ე) ასრულებს მინისტრისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

ვ) მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

გ. ზედგინიძე

კრებსითი — სრული ვერსია