საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 1 85/ნ
2012 წლის 11 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებ ის (სსმ III, 15.09.2010 წ ., №117, მუხ. 1733 სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.016.001) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებ აში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ9 “ ქვეპუნქტი:
,,პ9) უფლებამოსილია შექმნას და გაავრცელოს (მათ შორის შემოსავლების მიღების მიზნით) კონკრეტული საგნის სასკოლო სახელმძღვანელო.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე