საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 1 83/ნ
2012 წლის 11 სექტემბერი
ქ. თბილისი
,, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესისა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 11 წლის 3 თებერვლის № 9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. ,, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესისა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 11 წლის 3 თებერვლის № 9/ნ ბრძანე ბით (ვებგვერდი , 070211, 07/02/2011 , სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016051) დამტკიცებულ ,,პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესი და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით:
ა) ცხადდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება, რომელიც ადგენს ამ წესის მე -4 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების მიღების ვადას;
ბ) განისაზღვრება სტუდენტის ჩარიცხვის პროცედურა;“
ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ქვეყნდება საჯაროდ .”
გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ ) მომდევნო საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში – წინა საფეხურის პროფესიული დიპლომი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი , არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდის ცნობა ;
ე ) მე -2 მუხლის მე -3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდის ცნობა.“.
მუხლი 2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე