საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
851
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-29
სარეგისტრაციო კოდი
400.010.020.05.001.003.406
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საზღვაო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) 116-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტვირთის მიღება, შემოტანა ან გატანა შეიძლება აკრძალოს ადმინისტრაციამ მხოლოდ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იგი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და სხვა დაინტერესებულ პირებს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 23 დეკემბერი.

№851–რს

კრებსითი — სრული ვერსია