„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
810
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-09-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-13
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016640
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №810

2012 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №6, მუხ. 35) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  11.

საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროში:

ა)  პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

ბ)  უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური   ინტეგრაციის  დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

გ)   ევროინტეგრაციის   დეპარტამენტის  ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

დ)   ევრო პ ულ   საქმეთა  დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

ე)  ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

ვ)  საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

ზ)  საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძ ღ ვანელი   და  მისი მოადგილე;

თ)  საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

ი)  პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

კ)  დიპლომატიური პროტოკოლის დეპ ა რტამენტის   ხელმძღვანელი  და მისი მოადგილე;

ლ)  საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

მ)  ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

ნ)  ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

ო)  შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

პ)   დსთ- ი ს   ქვეყნებთან  ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

ჟ)  აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის   ქვეყნების  დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

რ)  იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან   ურთიერთობის  დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

ს)  მინისტრის სამდივნოს ხელმძ ღ ვანელი;

ტ)  საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს ხელმძღვანელი;

უ)  სხვა სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს   წარმომადგენლობის  ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

ფ)  გენერალური კონსული, კონსული, საკონსულო სააგენტოს ხელმძღვანელი;

ქ)  საგანგებო დავალებათა ელჩი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ . სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია