„ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №19.01.709 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23.01.889
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი
მიღების თარიღი
2012-09-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-13
სარეგისტრაციო კოდი
310600000.37.101.016128
„ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №19.01.709 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება № 23.0 1 .889

2012 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №19.01.709 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

მუხლი 1. „ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №19.01.709 დადგენილებაში ( ვებგვერდი, 310060000.37.101.016122, 31/07/2012) შევიდეს ცვლილება და მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამგზავრო ბარათის მფლობელი მგზავრობის საფასურის სამგზავრო ბარათით 0,5 ლარის გადახდის შემდეგ , აგრეთვე „რეგულირებადი ეკონომიკური სფეროებისა და ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის №8-30 გადაწყვეტილების მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქე მის მიერ კუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდის შემდეგ, უფლებამოსილნი არიან მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ან/და M3   კატეგორიის ავტობუსით იმგზავრონ 90 წუთის განმავლობაში.“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 15 სექტემბრიდან .

ქ. თბილისის მერი გ.უგულავა

 

კრებსითი — სრული ვერსია