2012-2013 სასწავლო წლისათვის სახელწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №467 დასდგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
373
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-11
სარეგისტრაციო კოდი
190020060.10.003.017046
2012-2013 სასწავლო წლისათვის სახელწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №467 დასდგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 3 73

2012 წლის 10 სექტემბერი

 ქ. თბილისი

„2012 -2013 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №467 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2012-2013 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №467 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,13 /12 /2011 , 190020060.10.003.016627) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის საფუძველზე, სტუდენტის მიერ სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის, ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლების მოპოვებაზე არ ვრცელდება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მიმართულებებზე ან დარგებზე/ სპეციალობებზე არსებული შეზღუდვა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ი . მერაბიშვილი

                                  

 

 

კრებსითი — სრული ვერსია