შეტანილ იქნეს ცვლილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 მარტის №16 დადგენილებით (040110030.35.154.016091, 29/03/2012) დამტკიცებულ №1 დანართში და თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთებს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი:
„მუხლი 8. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
1) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;
2) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები“.
|