|
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ'' ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №13 დადგენილების №1 დანართში (ვებგვერდი, 26/03/2012), დაემატოს მე-7 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7 მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიან ბინებზე, საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“ |
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|