ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2012 წლის 10 სექტემბერი
ქ. ხონი
„ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1
„ ხონის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №9 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართ №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71“ . მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიან ბინებზე, საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.”.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი რ. ფარცხალაძე