თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2012 წლის 7 სექტემბერი
ქ. თერჯოლა
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 მარტის №11 დადგენილებაში (სსმ, 28.03.2012 ) და დადგენილების დანართის მე -6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6.
1. მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიან ბინებზე, საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
2. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.“ .
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ტ . ფანჩულიძე