საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №794
2012 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულების (სსმ III, 2006წ., №88, მუხ. 1169) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის:
ა.ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„71. სააგენტოში ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადების წარდგენისას გა ნ მცხადებელს გადაეცემა სამახსოვრო ბარათი, რომელშიც სხვა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის სააგენტოსთან კომუნიკაციის ფორმა. სამახსოვრო ბარათის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;
ა.გ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებისათვის ცნობილი გახდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობა, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს სააგენტოს.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი