,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-09-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-12
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.167.016080
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

201 2 წლის 7 სექტემბერი

ქ. ლაგოდეხი

,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის’’ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჰ1’’ და ,,ჰ2’’ ქვეპუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

       მუხლი 1.

    შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №16 დადგენილებაში.

       მუხლი 2.

    დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:

       ,,მუხლი 9.

   ქონების გადასახადისგან თავისუფლდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული და მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირების თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.’’ .

       მუხლი 3.

    დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

   საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                 დ . ბაკაშვილი           

 

კრებსითი — სრული ვერსია