„ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-14
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.125.016061
„ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №18

2012 წლის 10 სექტემბერი

ქ. ტყიბული

 

 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო დადგენილება:

 


მუხლი 1
 შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 მარტის №9 დადგენილებაში (სსმ 21.03.2012 წ.). დადგენილებას დაემატოს  მუხლი 7′ და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  7′ .

 მიწაზე ქონების გადასახადისაგან  თავისუფლდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიან ბინებზე, საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“.

მუხლი 2
 დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ქათამაძე

კრებსითი — სრული ვერსია