„ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმულირების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 თებერვლის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
372
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-09-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-10
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.017045
„ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმულირების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 თებერვლის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 3 72

2012 წლის 8 სექტემბერი

 ქ. თბილისი

„ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმულირების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 თებერვლის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმუ­ლირების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 თებერვლის №59 დადგენილებაში (სსმ, 26 /02/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე‑4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მენაშენეები ან/და დამკვეთები, რომელთაც ხელშეკრულების საფუძ­ველზე ნაკისრი აქვთ ან შემდგომში იკისრებენ საცხოვრებელი ფართობების გადაცემის ვალდებულებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველი ქალაქი ბათუმისათვის, და რომლებიც აკმაყო­ფილებენ პროგრამაში მონაწილეობის სხვა პირობებს;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი               ი . მერაბიშვილი

                                                        

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია