ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ 2012 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-09-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-13
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.141.016072
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ 2012 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №19

2012 წლის 5 სექტემბერი

ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ 2012 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 


1. დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ 2012 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილებაში შეტანილი შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი დანართის მე- 6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ჰ2 ქვეპუნქტიდან გამომდინარე შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:

ა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;”

2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიან

კრებსითი — სრული ვერსია