„ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის N2-157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-173
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-09-06
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-11
სარეგისტრაციო კოდი
340090000.22.032.016088
„ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის N2-157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2- 173

2012 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის №2-157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის №157 ბრძანებაში (სსმ 167, 25/11/2008) შეტანილ იქნ ე ს ცვლილება და ბრძანების:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე . “ .

2. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს .

3.ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობების აღრიცხვის ჟურნალი“ (დანართი №2), „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ (დანართი №3) და „გამოსაყენებლად უვარგისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის/მოწმობების ჩამოწერის აქტი (დანართი №4) ამოღებულ იქნეს.

4. ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობა“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ . გოროზია

 

 

დანართი №1

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი –

 

სურსათის ეროვნული სააგენტო

 

ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის

 

სარეგისტრაციო მოწმობა № 000000

 

ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის დასახელება

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ფორმა, დოზა, კონცენტრაცია და შეფუთვაში არსებული რაოდენობა

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მწარმოებელი ქვეყანა

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

განკუთვნილია (ცხოველის სახეობა)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მფლობელი (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება და მისამართი)

 

რეგისტრაციის თარიღი: .................... მოქმედების ვადა: ........................

 

უფლებამოსილი პირი

 

ხელმოწერა            ბ.ა.

კრებსითი — სრული ვერსია