საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 179/ნ
2012 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისი ს №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისი ს №62/ნ ბრძანების (სსმ, 93, 30/07/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.014912) მე-2 პუნქტით დამტკიცებული წესდების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ლ1) უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი ;“
მუხლი 2 . ბრძანება ა მოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. დეკანოიძე