„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
177/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-11
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016444
„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 1 77/ნ

2012 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1.  „უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანები ს (ვებგვერდი, 110725031, 28.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016163) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმ ის ” (დანართი №1) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

,,7. ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული დიპლომი/დიპლომის დუბლიკატი, რომელიც არ აკმაყოფილებს დიპლომის/დიპლომის დუბლიკატის გაცემის დროისთვის დამტკიცებულ დიპლომის/დიპლომის დუბლიკატის ფორმას, თუმცა შესაბამისობაშია ამ დანართის მე-2 და მე-3 მუხლებთან, ჩაითვალოს ამ ბრძანების შესაბამისად გაცემულად.“

მუხლი 2.   ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ . დეკანოიძე

კრებსითი — სრული ვერსია