,,სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი
2012-09-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-07
სარეგისტრაციო კოდი
210020090.57.069.016011
,,სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება № 11

2012 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებით (ვებგვერდი, 23.06.2011) დამტკიცებული „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის“ პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისათვის, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას შეეზღუდება სისტემით სარგებლობის უფლება სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის არსებული დავალიანების სრულად გადახდამდე.“.

მუხლი 2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტ. ურჯუმელაშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია