"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
366
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-09-06
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-07
სარეგისტრაციო კოდი
390050010.10.003.017039
"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 366

2012 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. ხე-ტყის დამზადების ბილეთის ვადა განისაზღვრება მისი გა­ცემიდან ერთი წლით . ხე-ტყის დამზადების ბილეთის მოქმე­დე­ბის ვადა­ში ხე-ტყის აუთვისებლობის შემთხვევაში, პირი, ხე-ტყის ათვისების მიზ­ნით, მიმართავს შესაბამისი მართვის ორგანოს, რომელიც ვადაგასული ბილეთის საფუძველზე გასცემს ხე-ტყის დამზადების ახალ ბილეთს იმავე სახეობებისა (ჯიშის) და ოდენობის ხე-ტყის დამზადებისათვის (ამშე­მ­თხვევაში, ასევე შესაძლებელია შეიცვალოს ტყეკაფი). ხე-ტყის დამზადების ბილეთის შეცვლა ხორციელდება ამ წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, უკვე გადახ­დი­ლი მო­სა­კრებლისა და საფასურის გათვალისწინებით.“.

მუხლი 2. გარდამავალი დებულება

ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული მოქმედი ხე-ტყის დამზადების ბილეთი ძალაშია 2013 წლის 1 სექტემბრამდე.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ი .მერაბიშვილი

                                  

 

 

კრებსითი — სრული ვერსია