„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის N57 დადგენილებით განსაზღვრულ მოსაკრებლებზე შეღავათების დადგენის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-09-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-11
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.151.016106
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის N57 დადგენილებით განსაზღვრულ მოსაკრებლებზე შეღავათების დადგენის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ  ა  № 30 

2012 წლის 5 სექტემბერი

დ.სტეფანწმინდა

,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის  შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №57 დადგენილებით  განსაზღვრულ მოსაკრებლებზე  შეღავათების  დადგენის   შესახებ“   ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 6 აგვისტოს №28 დადგენილებაში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1. ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის  შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №57 დადგენილებით  განსაზღვრულ მოსაკრებლებზე შეღავათების დადგენის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 6 აგვისტოს №28 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 08.08.2012 წ. 210020010.35.151.016104) შეტანილ იქნ ეს ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №57 დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლებზე დადგინდეს შეღავათი და მოსაკრებლის გადამხდელები სრულად გათავისუფლდნენ მოსაკრებლის გადახდისაგან“.

მუხლი 2.   დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                    დ. ხუციშვილი

კრებსითი — სრული ვერსია