საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება №03/15
2012 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ - კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით , ,, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ” საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის , 59- ე მუხლის მე -2 პუნქტის და ,, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ” 51- ე , 52 -ე , 53- ე , მუხლების შესაბამისად , ვბრძანებ :
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.
2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტების მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.
3. ეთხოვოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა დანართში მითითებული ძეგლებისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა №7)
მინისტრი ნ. რურუა