„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
357
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-09-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-05
სარეგისტრაციო კოდი
390050020.10.003.017030
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 357

2012 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში (სსმ, 2005 წ., მუხ. 1066) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების 22 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ 1. სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე, საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლებით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოს მიერ „საქართვე­ლოს „წითელი ნუსხისა“ და „წი­თე­ლი წიგნის“ შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის 24-ე მუხლის 22 პუნ­ქტით გათვალისწინებული ტყ­ის სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სანიტარიული ჭრით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სა­მინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტო (შემდგომში – ბუნებრივი რესურსების სააგენტო) უფლებამო­სილია მიიღოს გადაწყვეტილება ხე-ტყის დამ­­ზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით ად­მი­ნის­ტრა­­­ცი­უ­ლი წარმოების დაწყების შესახებ.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ი .მერაბიშვილი

                                  

 

 

კრებსითი — სრული ვერსია