„მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
43
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-09-03
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-07
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.153.016128
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2012 წლის 3 სექტემბერი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის № 4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 03.09. №5426 მომართვის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის № 4 დადგენილებით (სსმ, 010260020.35.153.016032, 01/02/2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.1. დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება უზრუნველყოფს:

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებასა და დასუფთავება-გატანაზე ზედამხედველობას, ორგანიზაციებთან და ცალკეულ იურიდიულ პირებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას. ახორციელებს კონტროლს შესაბამისი თანხების ამოღებაზე. „ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 1461 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას , აღრიცხვის ჟურნალის წარმოებასა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი  გ . ატაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია