საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1247/ო
2012 წლის 8 აგვისტო
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 22-ე მუხლის, მე-6 და-7 პუნქტის ა ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ,,იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოზე” (მისამართი: ქ. ქუთაისი, ოცხელის ქ. №2) გაცემული ,,საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია” – სალიცენზიო მოწმობა №001873 , ბრძანება №821/ო , 01.11. 20010 წ.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის , ჯანმრთელობის ა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი , აკ. წერეთლის გამზირი №144) , ან სასამართლოში.
3 . ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,იმერეთის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოს” დირექტორის განცხადება №62055 , 07. 08. 2012 წ .
სააგენტოს უფროსი გ. თვალავაძე