საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №778
2012 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით (სსმ III , 2008 წ., №161, მუხ. 1623) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატება და მე- 10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:
„ჟ) დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი, რომლის სახელმწიფო კონტროლს სამინისტრო ახორციელებს მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის მეშვეობით.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი