"მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 ივნისის №515 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
773
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-09-03
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-03
სარეგისტრაციო კოდი
010110000.08.002.016628
"მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 ივნისის №515 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №773

2012 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

„მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 ივნისის N515 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 ივნისის N515 ბრძანებულებით (სსმ, ვებგვერდი, 27/06/2012, 010110000.08.002.016535) დამტკიცებულ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების დაუცველად მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი შესაძლებელია დაუდგინდეს პირს, თუ:

ა) 1993 წლის 27 მარტისათვის ის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოს ტერიტ ო რიაზე, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან;

ბ) საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქარ თ ველოს მოქალაქეობიდან გასვლის გზით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ . სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია